ECG036. ურბნისის სიონის მოსახსენებელი სიონის შემწეებისა: ქავთარის და შუშანისა

მასალა: ქვიშაქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: w 37 x h 23 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 4 სტრიქონიანია. იგი მდებარეობს ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის კედელში ჩადგმულ სწორკუთხა ფილაზე, რომელიც მიდგმულია ურბნისის სიონის სხვა წარწერის მარცხნიდან (ეს ორივე წარწერა ადგილშენაცვლებულია ტაძრის აღდგენის დროს). w 34 x h 20 cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა, გაკუთხოვნებული, მიდრეკილი განუსხურებისაკენ 4-5,5

დათარიღება: X AD (lettering)

სადაურობა: ურბნისის სიონი

თავდაპირველი მდებარეობა: ურბნისის სიონი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ურბნისის სიონი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-11-11 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ს(ამე)ბ(ა)ო წ(მიდა)ო შ(ეიწყალ)ე მ(ო)ნ(ა)ჲ
შ(ე)ნი ქ(ავ)თ(ა)რ შ(უ)შ(ა)ნ და
ნ(ა)შ(ო)ბნი მ(ა)თნი შ(ემ)წ(ე)ნი
ამ(ი)ს ს(იონისა)ნი ქ(რისტემა)ნ შ(ეიწყალე)ნ ა(მე)ნ

დიპლომატიური

ႱႡႭ ႼႭ ႸႤ ႫႬჂ
ႸႬႨ ႵႧႰ ႸႸႬ ႣႠ
ႬႸႡႬႨ ႫႧႬႨ ႸႼႬႨ
ႠႫႱ ႱႬႨ ႵႬ ႸႬ ႠႬ

თარგმანი:

სამებაო წმიდაო, შეიწყალე მონა შენი ქავთარ, შუშან და ნაშობნი მათნი, ამის სიონის შემწენი, ქრისტემ შეიწყალოს, ამენ.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით # 106. წარწერა ხელით და პალეოგრაფიული ნიშნებით მსგავსია ურბნისის სიონის სხვა წარწერებისა: თევდორე ეპისკოპოსის და სიონის განმაახლებელისა. ამოკვეთილია დადაბლებულ ფონზე, ჩასმულია იმავე ქვის რელიეფურ ჩარჩოში, როგორშიც სხვა წარწერები. სტრიქონებს ერთმანეთისაგან ჰყოფს ჰორიზონტალური რელიეფური ხაზები. გრაფემების მოყვანილობა იგივეა, რაც წინა ორი წარწერის. არ ახლავს განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები, სიტყვები ერთმანეთსგან არ არის დაცილებული. წარწერის დათარიღების საფუძელი: პალეოგრაფიული ნიშნები: უყელო Ⴃ, გრაფემების გაკუთხოვნება, მიდრეკილება განუსხურებისაკენ: Ⴚ, Ⴊ, Ⴋ, Ⴌ. Ⴇ-ს მიდრეკილება გამხედრულებისაკენ.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 199

ბროსე, 1851 M. Brosset, Rapports VI, 14

თაყაიშვილი, 1907 ექვთიმე თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, 44

შოშიაშვილი, 1958 ნოდარ შოშიაშვილი, ნაქალაქარი ურბნისი, 139

შოშიაშვილი, 1965 ნოდარ შოშიაშვილი, ურბნისის ძველი ქართული წარწერები, 148-149

ზაქარაია, 1965 პარმენ ზაქარაია, ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება, 92

სილოგავა, 1970 ვალერი სილოგავა, ეპიგრაფიკული ეტიუდები, 97