მასალა: მოზაიკა
ობიექტის ტიპი: იატაკი
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა თორმეტსტრიქონიანია. პირველი რვა სტრიქონი შედარებით დაუზიანებლად არის მოღწეული, მეცხრე და მეათე სტიქონები მთლიანად დაზიანებულია, ხოლო მეთერთმეტე და მეთორმეტე - ნაწილობრივ დაზიანებული. იგი შესრულებულია ბეთლემის მონასტრის ეზოს მოზაიკის იატაკის დასავლეთ ნაწილში. cm
ასოთა მოხაზულობა: მოზაიკური ასომთავრული წარწერა
დათარიღება: V AD (lettering)
სადაურობა: პალესტინა, იუდას უდაბნო, წმიდა თეოდორეს სახელობის ქართული მონასტერი 1952-1953 წლებში იტალიელმა არქეოლოგმა, ვირჯილიო კორბომ, პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები, სადაც მიაკვლიეს სამ ქართულ წარწერას.
თავდაპირველი მდებარეობა: პალესტინა, იუდას უდაბნო, წმიდა თეოდორეს სახელობის ქართული მონასტერი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: იერუსალიმის ფრანცისკანელთა მუზეუმი (Studium Biblicum Franciscanum Museum)
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი წერეთელი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
და ძუძეულნი მათნი: ბაკურ და გრიორმიზდ და ნაშობნი მათნი, ქრისტე, შეიწყალე, ამენ.
კომენტარი:
წარწერის პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის მიხეილ თარხნიშვილს. მან პალეოგრაფიული ნიშნებით ეს წარწერა VI საუკუნით დაათარიღა. სიმონ ყაუხჩიშვილმა მიუთითა, რომ წარწერაში მოხსენიებული ბაკური პეტრე იბერის დედის მამის სახელი უნდა იყოს. გიორგი წერეთელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პალესტინის წარწერებს. იგი მიიჩნევდა, რომ წმიდა თეოდორეს სახელობის მონასტერი პეტრე იბერიელმა ააგო V საუკუნის 30-იან წლებში და მანვე შეამკო იგი ქართული წარწერებით, სადაც თვით მისი, მისი მამის და პაპის სახელებია მოხსენიებული.
ბიბლიოგრაფია:
წერეთელი, 1960 გიორგი წერეთელი, უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, 94
სარჯველაძე, დანელია, 1997 კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 28-31
კორბო, 1953 Virjilio Corbo, M. Tarchnishvili, „La Terra Santa“, 181-186
თარხნიშვილი, 1954 მიხეილ თარხნიშვილი, ახლად აღმოჩენილი ქართველთა მონასტერი ბეთლემში
კორბო, 1955 Virjilio Corbo, Gli scavi di Kh. Siyar el-Ghanam (Campo dei Pastori) e i monasteri dei dintorni, 135-140
ნუცუბიძე, 1959 შალვა ნუცუბიძე, პალესტინის ახალი გათხრები და ქართული კულტურის საკითხები
ქართლის ცხოვრება, ტ. II სიმონ ყაუხჩიშვილი, „ქართლის ცხოვრება“, 061
ხურცილავა, 2016 Besik Khurtsilava, About the old georgian inscriptions from Bir El-Qutt in Jerusalem