ECG051. პალესტინის წარწერა III

მასალა: მოზაიკა

ობიექტის ტიპი: იატაკი

წარწერიანი ზედაპირი: ხუთივე სტრიქონი დაუზიანებლად არის მოღწეული w 81,5 x h 34 cm

ასოთა მოხაზულობა: მოზაიკური ასომთავრული წარწერა 10-11,5

დათარიღება: 532-552 AD (lettering)

სადაურობა: პალესტინა, იუდას უდაბნო, წმიდა თეოდორეს სახელობის ქართული მონასტერი 1952-1953 წლებში იტალიელმა არქეოლოგმა, ვირჯილიო კორბომ, პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები, სადაც მიაკვლიეს სამ ქართულ წარწერას.

თავდაპირველი მდებარეობა: პალესტინა, იუდას უდაბნო, წმიდა თეოდორეს სახელობის ქართული მონასტერი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: იერუსალიმის ფრანცისკანელთა მუზეუმი (Studium Biblicum Franciscanum Museum)

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი წერეთელი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

შეწევნითა ქ(რისტ)ჱსითა და მ-
ეოხებითა წმიდისა თ(ეოდორ)ეჲსითა
შ(ეხიწყალე)ნ ანტონი აბაჲ და იოსია მო-
მსხმელი ამის სეფისაჲ და მა-
5მა დედაჲ იოსიაჲსი ამენ

დიპლომატიური

ႸႤႼႤႥႬႨႧႠ ႵჁႱႨႧႠ ႣႠ Ⴋ
ႤႭႾႤႡႨႧႠ ႼႫႨႣႨႱႠ ႧႤჂႱႨႧႠ
ႸႬ ႠႬႲႭႬႨ ႠႡႠჂ ႣႠ ႨႭႱႨႠ ႫႭ
ႫႱႾႫႤႪႨ ႠႫႨႱ ႱႤႴႨႱႠჂ ႣႠ ႫႠ
5ႫႠ ႣႤႣႠჂ ႨႭႱႨႠჂႱႨ ႠႫႤႬ

თარგმანი:

ქრისტეს დახმარებითა და წმიდა თეოდორეს შუამდგომლობით შეწყალებულ იქნეს ანტონი მამა (წინამძღოლი) და იოსია, ამ მოზაიკის მომსხმელი (მომსხმევინებელი) და იოსიას მშობლები.

კომენტარი:

წარწერის პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის მიხეილ თარხნიშვილს. მან მიუთითა, რომ თეოდორე არის IV საუკუნის მოწამე თეოდორე ტირონი. მანვე შენიშნა, რომ ანტონი აბაჲ ცნობილია წმიდა მართას, სვიმეონ მესვეტის დედის, ცხოვრებიდან. გიორგი წერეთელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პალესტინის წარწერებს. იგი მიიჩნევდა, რომ წმიდა თეოდორეს სახელობის მონასტერი პეტრე იბერიელმა V საუკუნის 30-იან წლებში და მანვე შეამკო იგი ქართული წარწერებით. ანტონის წმინდა ნაწილები მიუტანია სვიმონ მესვეტესთან 552 წელს, მართას გარდაცვალებისა და სვიმეონის სვეტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ. 553 წლიდან ანტონი სელევკიის ეპისკოპოსია. გიორგი წერეთელმა მიუთითა, რომ „მართას ცხოვრების“ მიხედვით, 552 წელს ანტონი ჯერ კიდევ საქართელოში იყო და იგი ვერ შეძლებდა პალესტინის ქართული მონასტრის წარწერა გაეკეთებინა. შესაბამისად, ეს წარწერა 532-552 წლებით თარიღდება. იოსია, რომელიც ამ წარწერაშია მოხსენიებული, სხვა წერილობითი წყაროებისათვის უცნობია. იგი მიაჩნიათ იმ პირად, ვისაც ანტონი წინამძღოლმა მოასხმევინა სეფი, ანუ გააკეთებინა მოზაიკა. უფრო საფიქრებელია, რომ იოსია იყო ის პირი, რომელმაც სახსრები გაიღო მოზაიკის იატაკის გასაკეთებლად.

ბიბლიოგრაფია:

წერეთელი, 1960 გიორგი წერეთელი, უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, 94

სარჯველაძე, დანელია, 1997 კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 28-31

კორბო, 1953 Virjilio Corbo, M. Tarchnishvili, „La Terra Santa“, 181-186

თარხნიშვილი, 1954 მიხეილ თარხნიშვილი, ახლად აღმოჩენილი ქართველთა მონასტერი ბეთლემში

კორბო, 1955 Virjilio Corbo, Gli scavi di Kh. Siyar el-Ghanam (Campo dei Pastori) e i monasteri dei dintorni, 135-140

ნუცუბიძე, 1959 შალვა ნუცუბიძე, პალესტინის ახალი გათხრები და ქართული კულტურის საკითხები

ქართლის ცხოვრება, ტ. II სიმონ ყაუხჩიშვილი, „ქართლის ცხოვრება“, 061

ხურცილავა, 2016 Besik Khurtsilava, About the old georgian inscriptions from Bir El-Qutt in Jerusalem

ფოტო

   Fig. 1. პალესტინის წარწერა III