მასალა: ოქრო
ობიექტის ტიპი: ხატი
ზომა: w 74 x h 131,5 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ორსტრიქონიანია. იგი მოთავსებულია ზარზმის ფერისცვალების ხატზე cm
ასოთა მოხაზულობა: ჭედური ასომთავრული წარწერა
დათარიღება: 886 AD (internal date)
სადაურობა: ზარზმის მონასტერი ზარზმის ფერისცვალების ხატი ზარზმის მონასტრის ეკლესიის მთავარი ხატი იყო და როდესაც მესხეთში ოსმალებმა მაჰმადიანობა ძალად გაავრცელეს, ის ზარზმიდან შემოქმედში გადაიტანეს
თავდაპირველი მდებარეობა: ზარზმის მონასტერი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, გიორგი ჩუბინაშვილი, ივანე ჯავახიშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
† ღმრთის სახელით, შეიმოსა ეს ხატი შემწედ გიორგისა, ფარსმან ერისთავისა, ივანესი, ტკი[...], მირიანისა, ფერისა, სულას, მათი ერის, პავლეს მამასახლისობის დროს. ქორონიკონი იყო 106.
კომენტარი:
ბასილი ზარზმელის აღწერილ „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ ნათქვამია, რომ დაუმთავრებელი ეკლესია მონასტრის მამასახლისად არჩეულმა პავლე ხუცესმა დაასრულა: „ამან პირველვე სრულყო ეკლესიაჲ შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისაჲ და აკურთხეს ყოველთა კურთხევითა მამობასა შინა პავლესსა“ (კ. კეკელიძე, ადრინდელი ფეოდალური ქართული ლიტერატურა, ნაკვ. I, ტფ., 1935, 117-118). ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარწერა 886 (780+106=886) წლით თარიღდება, იგი უფრო გვიან, XI საუკუნეში ზვიად ერისთავის მიერ მისი რესტავრირების დროს ხელახლა უნდა იყოს გამოჭედილი. თავად ზვიად ერისთავის მოსახსენებელი წარწერა იმავე ლითონის ფურცელზე მოიპოვება და ეს ორი წარწერა ერთი და იმავე ხელითა და ოსტატობით არის გაკეთებული XI საუკუნეში. როგორც ჩანს, ზვიად ერისთავმა ხატის ხელმეორედ შემოსვის დროს ეს პირველი წარწერაც განაახლა და იქვე თავისი წარწერაც მიაყოლა.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
ჩუბინაშვილი, 1959 Г.Н. Чубинашвили, Грузинское чеканное искусство, 27-32
ჯავახიშვილი, 1996 ივანე ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, 170-172