ECG305. წარწერა ბრინჯაოს ბალთაზე

მასალა: ბრინჯაო

ობიექტის ტიპი: ბალთა

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: ორწყება პუნქტირით გაკეთებულ ჩარჩოში შესრულებულია ოთხსტრიქონიანი ასომთავრული ბერძნული წარწერა (წარწერას უჭირავს ფართობი 2,5 სმ x 1,5 სმ), ამჟამად ძალიან დაზიანებული. პირველი სტრიქონი სრულადაა (შესაძლოა თავში აკლია 1 ასო), II სტრიქონში თავში დაზიანებულია 1 ასო, ბოლოში ცუდად ჩანს 1 ასო. ივარაუდება 1 ან 2 ასო კიდევ. III სტრიქონს თავში აკლია 1 ასო, მოჩანს ცუდად 3 ასო, შემდეგ აკლია ალბათ 2 ასო, დაზიანებულია მომდევნო და მოჩანს უკანასკნელი ასო. IV სტრიქონში ჩანს პირველი 3 ასო. შესაძლოა, მეტი არაფერი იყო. w 3,5 x h 1,5 cm

ასოთა მოხაზულობა:

წარწერა შესრულებულია პუნქტირით.

დათარიღება: V-VI AD (lettering)

სადაურობა: წებელდა

თავდაპირველი მდებარეობა: წებელდა (ლარი)

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სოხუმის მუზეუმი № 74-61/152

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, >Ю. Н. Воронов

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ἅγιε Πλά-
[τ]ων, βοήθ[ει]
[τ]ὸν φ[ορ]οῦ-
ντα

დიპლომატიური

ΑΓΙΕΠΛΑ
[.]ΩΝΒΟΗΘ[..]
[.]ΟΝΦ[..]ΟΥ
ΝΤΑ

თარგმანი: (ka)

წმიდაო პლატონ, შეეწიე (ამის) მატარებელს.

კომენტარი:

დათარიღების საფუძველია ასოთა მოხაზულობა (ძირითადად Α, Β, Ε, Π ასოების), ენობრივი მონაცემი (βοήθει-ზმნასთან დამატება acc-ში).

სხვა დათარიღების მიხედვით ნივთი მიეკუთვნება VII ს-ს, დათარიღების საფუძველია ბალთის ფორმა.

წარწერის პირები (გაშიფრვისა და მსჯელობის გარეშე), რაც მთლად ზუსტი არაა, მოყვანილია ი. ვირონოვის შრომებში.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 75-76

პატარიძე, 1984 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 75-76

ყაუხჩიშვილი, 2004 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 75-76

მელიქსეთ-ბეგი, 1927 Ю. Н. Воронов, Археологическая карта Абхазии

ბროსე, 1851 Ю. Н. Воронов, Тайна Цебельдской долины, 79

ფოტო

   Fig. 1. ბალთა წებელდადან