მასალა: რკინა
ობიექტის ტიპი: ბეჭედი
დეკორი:
რკინის ბეჭედზე დამაგრებულია იასპის ქვა, რომელზედაც გამოსახულია ძროხა ხბოთი და ძროხაზე ფოთლებგადმოფენილი ხე.
წარწერიანი ზედაპირი: იასპის ქვაზე გამოსახული სიუჟეტის ქვემოთ გამოყვანილია ბერძნული წარწერა. w 16 x h 19 mm
ასოთა მოხაზულობა:
დათარიღება: I-II AD (lettering)
სადაურობა: სამთავრო ნივთი აღმოჩენილია არმაზში, ქალის სამარხში.
თავდაპირველი მდებარეობა: სამთავრო
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს მუზეუმი № 300
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, H. S. Nyberg, М. И. Максимова
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
კოვაკ (ან კუაკ)
კომენტარი:
წარწერაში მოხსენიებული უნდა იყოს ქალის სახელი (ნივთი ქალის სამარხშია მოპოვებული), ნივთი მისი საბეჭდავი იყო. კოვაკი ირანული(?) წარმოშობის სახელი უნდა იყოს. გემა მიჩნეულია ქართულ ნახელავად.
დამწერლობის თვალსაზრისით წარწერა მაინცდამაინც რელიეფური არ არის. ზოგი ასოს მოხაზულობის (Α, Υ) და ენობრივი მონაცემების (υ გადმოსცემს "ვ" ბგერას? ან მთლიანად ου-კომპლექსი "ვ"-სთვის არის?) საფუძველზე იგი I საუკუნეებით თარიღდება. ნივთი მხატვრული ანალიზის საფუძველზე II ს-ით არის დათარიღებული.
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 261
ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 250-260
ბერძენიშვილი, 2000 H. S. Nyberg, Quelques inscriptions antiques découvertes rècemment en Georgie, 231
სილოგავა, 2008 М. И. Максимова, Стеклянные многогранные печати найденные на территории Грузии, 84-85