ECG314. ანაპის მარმარილოს სტელა

მასალა: მარმარილო

ობიექტის ტიპი: საფლავის ქვა

დეკორი: საფლავის ქვის ზემო ნაწილში მამაკაცისა და ქალის რელიეფური გამოსახულებებია.

წარწერიანი ზედაპირი: საფლავის ქვის ქვემო ნაწილში გამოყვანილია 3-სტრიქონიანი წარწერა. cm

ასოთა მოხაზულობა: I სტრიქონი ნაწერია უფრო წვრილად, II ოდნავ მსხვილად, III კიდევ უფრო მსხვილად. წარწერა ლამაზი ხელით არის შესრულებული. 10 24

დათარიღება: I AD (lettering)

სადაურობა: ანაპა

თავდაპირველი მდებარეობა: ანაპა

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაპიდარიუმი № 33

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, ა. ამირანაშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Παντακλῆς
Γαδικείου
χαῖρε

დიპლომატიური

ΠΑΝΤΑΚΛΗΣ
ΓΑΔΙΚΕΙΟΥ
ΧΑΙΡΕ

თარგმანი: (ka)

პანტაკლეს გადიკოსის ძე, მშვიდობით.

კომენტარი:

წარწერაში მოხსენიებული სახელები კარგადაა ცნობილი ჩრდილო შავიზღვისპირეთიდან.

დათარიღების საფუძველი პალეოგრაფიული მონაცემებია (კუთხოვანი ε, ρ, σ; ამავე დროს აბსოლუტურად მრგვალი ο; α ჩატეხილი შუა ხაზით, α, δ, λ - ზემოთაა გაგრძელებული ხაზებით, რაც ჯვარედინდება: ასოები კუთხეებში ჩაღრმავებული).

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 252-253

ყაუხჩიშვილი, 1999 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 252-253

ყაუხჩიშვილი, 2004 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 252-253

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 242

შანიძე, 1959 ა. ამირანაშვილი, Греческие надписи Музея Грузии, 196-197

მელიქსეთ-ბეგი, 1928 Корпус боспорских надписей, 704-705

ფოტო

   Fig. 1. ანაპის საფლავის ქვა, 1880