მასალა: ოქრო
ობიექტის ტიპი: ხატი
ზომა: w 74 x h 131,5 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ორსტრიქონიანია. იგი მოთავსებულია ზარზმის ღვთისმშობლის ხატზე cm
ასოთა მოხაზულობა: ჭედური ასომთავრული წარწერა
დათარიღება: XI AD (historical, context)
სადაურობა: ზარზმის მონასტერი ზარზმის ფერისცვალების ხატი ზარზმის მონასტრის ეკლესიის მთავარი ხატი იყო და როდესაც მესხეთში ოსმალებმა მაჰმადიანობა ძალად გაავრცელეს, ზარზმიდან შემოქმედში გადაიტანეს
თავდაპირველი მდებარეობა: ზარზმის მონასტერი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, გიორგი ჩუბინაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
ღვთის სახელით, მე ზვიად ერისთავი, ძე სულკურთხეულისა არაბა ერისათავისა, ამ პატიოსანი ხატის შემკობის ღირსი გავხდი. შეივედრე ჩემი სული და ხორცი, ფერისცვალების ხატო, და შეეწიე ჩემს სულს იმ დღეს.
კომენტარი:
ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ წარწერაში დასახელებული ზვიად ერისთავი XI საუკუნის პირველი მეოთხედის, გიორგი I-ის დროინდელი მოღვაწეა, რომელიც 1023 წელს სათავეში ედგა ქართულ ჯარს ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, ფერისცვალების ხატზე მოიპოვება 886 წლის წარწერაც. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარწერა 886 წლით თარიღდება, იგი უფრო გვიან, XI საუკუნეში ზვიად ერისთავის მიერ მისი რესტავრირების დროს ხელახლა უნდა იყოს გამოჭედილი. ეს ორი წარწერა ერთი და იმავე ხელითა და ოსტატობით არის გაკეთებული XI საუკუნეში. როგორც ჩანს, ზვიად ერისთავმა ხატის ხელმეორედ შემოსვის დროს ეს პირველი წარწერაც განაახლა და იქვე თავისი წარწერაც მიაყოლა.
ბიბლიოგრაფია:
ჩუბინაშვილი, 1959 Г.Н. Чубинашвили, Грузинское чеканное искусство, 27-32
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
ჯავახიშვილი, 1996 ივანე ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, 170-172