ECG346. ქობაირის მონასტრის ხუაშას ეპიტაფია-ლექსი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ეპიტაფია

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა რვასტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭის იატაკში ჩადგმულ ერთ-ერთ საფლავის ქვაზე cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: XIII AD (lettering)

სადაურობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი წარწერა პირველად გამოაქვეყნა პარუირ მურადიანმა ნაშრომში: სომხეთის ქართული წარწერები, წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (სომხურ ენაზე), ერევანი 1977. წარწერა მისეული შესწორებებით 1980 და 1990 წლებში ხელმეორედ გამოსცა ვალერი სილოგავამ

თავდაპირველი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, პარუირ მურადიანი

ცვლილებები ფაილში: 2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

გ(ა)მოვ(ე)დით სოფლის(ა)გ(ა)ნ ცოჳდქმნ-
(ი)[ლ]ნი და გამ(ო)მკრთ(ა)ლნი
გულსა ც(ე)ცხლი მ(ო)მდებია
ამ(ო)მდიან პირით ალნი
5დიდთა ჩ(ე)მთა შოჳებათ(ა)გ(ა)ნ დამ-
რჩეს ჩოჴის ნაფერთ(ა)ლნი
და კ(უ)რთხ(ეუ)ლ ხ(ა)რ ქ(რისტ)ე ღ(მერ)თო შ(ე)ნ და შ(ე)ნ
ნი სამართალნი [ს(უ)ლსა შ]ანშ(ე)ს და ხჳაშ(ა)სა შ(ეუნდევე)ნ ღ(მერთმა)ნ

დიპლომატიური

ႢႫႭႥႣႨႧ ႱႭႴႪႨႱႢႬ ႺႭჃႣႵႫႬ
[.]ႬႨ ႣႠ ႢႠႫႫႩႰႧႪႬႨ
ႢႳႪႱႠ ႺႺႾႪႨ ႫႫႣႤႡႨႠ
ႠႫႫႣႨႠႬ ႮႨႰႨႧ ႠႪႬႨ
5ႣႨႣႧႠ ႹႫႧႠ ႸႭჃႤႡႠႧႢႬ ႣႠႫ
ႰႹႤႱ ႹႭჄႨႱ ႬႠႴႤႰႧႪႬႨ
ႣႠ ႩႰႧႾႪ ႾႰ ႵႤ ႶႧႭ ႸႬ ႣႠ ႸႬ
ႬႨ ႱႠႫႠႰႧႠႪႬႨ [.... .]ႠႬႸႱ ႣႠ ႾჃႠႸႱႠ ႸႬ ႶႬ

თარგმანი: (ka)

„გამოვედით სოფლისაგან ცუდ-ქმნილნი და გამომკრთალნი
გულსა ცეცხლი მომდებია, ამომდიან პირით ალნი
დიდთა ჩემთა შუებათაგან დამრჩეს ჩოხის ნაფერთალნი
და კურთხეულ ხარ, ქრისტე ღმერთო, შენ და შენნი სამართალნი.“
5შანშესა და ხუაშას სულებს შეუნდოს ღმერთმა.

კომენტარი:

ხუაშას ეპიტაფია-ლექსი არის თექვსმეტმარცვლოვანი შაირით დაწერილი. ვალერი სილოგავას აზრით, საყურადღებოა, რომ ლექსში სტროფის ბოლო სტრიქონი ე.წ. „ზედმეტი და“-თი იწყება და ამით „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებში არსებულ ტრადიციას მხარს უჭერს XIII საუკუნის II ნახევრის ეს წერილობითი ძეგლი. პარუირ მურადიანს შეუნიშნავს, რომ ეპიტაფია ლექსს წარმოადგენდა, მაგრამ მის მიერ ტექსტში ქარაგმების არასწორად გახსნის შედეგად თექვსმეტმარცვლიანი შაირის რითმა დარღვეულია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეპიტაფიის ის ნაწილი, რომელიც ლექსს წარმოადგენს, 1978 წელს გამოქვეყნდა ქართველი პოეტების ლექსების კრებულში „ვით მარგალიტი ობოლი“ (შემდგენლები: ტარიელ ჭანტურია, ემზარ კვიტაიშვილი, ქუთაისი, 1978, 12). ხუაშას ეპიტაფია-ლექსში მოხსენიებულნი არიან მხარგრძელთა ფეოდალური სახლის ორი წევრის - შანშეს და ხუაშას სახელები. ვალერი სილოგავას მიხედვით, ქობერის მონასტერთან კავშირი ჰქონდა 1261 წელს გარდაცვლილი შანშე მანდატურთუხუცესის - საქართველოს სამეფოს ერთ-ერთი დიდმოხელის ცოლს, რომელმაც ეს მონასტერი შეიძინა სომხებისაგან (ამას გადმოგვცემს სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძაკეცი). მისივე ცნობით, 1261 წელს ოძუნში გარდაცვლილი შაჰანშე ქობერის მონასტერში დაკრძალეს. გამოთქმულია ვარაუდი, რომ შანშეს ცოლი და, შესაძლებელია, თვით შანშეც უნდა იყვნენ გამოსახულები ქობერის მონასტრის მთავარი ტაძრისათვის მიშენებული სამლოცველოს XIII ს-ის მხატვრობაში. სახელი „ხუაშა“ მხარგრძელთა დიდ ფეოდალურ სახლში ოთხჯერ დასტურდება - ერთხელ რძალ-დედამთილისა და ბებია-შვილიშვილის სახელებად. აქედან, ქრონოლოგიურად პირველ ხუაშას, რომელიც XIII ს-ის დასაწყისში მოღვაწეობდა და უკანასკნელ ხუაშას, რომელიც XIII ს-ის II ნახევარში მოღვაწეობდა, მეუღლეთა სახელი იყო ივანე. ვალერი სილოგავას აზრით, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კოშის წარწერა-საბუთის ივანე და ხუაშა - XIII ს.-ის II ნახევრის მოღვაწეები, შეცდომით მიჩნეული იყო XIII ს-ის დასაწყისის მოღვაწეებად - ივანე ათაბაგად და მის მეუღლე ხუაშად.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 1980 ვალერი სილოგავა, ცნობები და შენიშვნები სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ, 142-175

მურადიანი, 1977 პარუირ მურადიანი, სომხეთის ქართული წარწერები, წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (სომხურ ენაზე), 179-180, ტაბ. XX, სურ. 3

სილოგავა, 1990 ვალერი სილოგავა, ეპიგრაფიკული ეტიუდები და შენიშვნები, 116-117

ბერძენიშვილი, 2000 დევი ბერძენიშვილი, დმანისხევი, 133

სილოგავა, 2008 ვალერი სილოგავა, ქობერის ეპიტაფია-ლექსი, 527

ასათიანი, კალანდია, 2011 ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერები, 10-14

ფოტო

   Fig. 1. ქობაირის მონასტრის ხუაშას ეპიტაფია-ლექსი

   Fig. 2. ქობაირის მონასტრის ხუაშას ეპიტაფია-ლექსი