ECG027. მცხეთის ჯვრის მოსახსენებელი დემეტრე ჳპატოსისა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: w 87/122 x h 138 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 13 სტრიქონიანია. იგი მდებარეობს ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის ცენტრალურ ბარელიეფზე (ცენტრალური ბარელიეფის მარცხნივ), არაწესიერი სწორკუთხედის ფორმის ფილაზე, რომელსაც გარს უვლის რელიეფური ჩარჩო, თავზე ლავგარდანით. ფილაზე გამოქანდაკებულია მუხლმოდრეკილი ქტიტორი, დემეტრე ჳპატოსი, რომლის თავზე გამოსახულია ჰაერში ფრთებგაშლილი მიქაელ მთავარანგელოზი. დემეტრეს ფიგურა მიმართულია მარჯვნივ (ე.ი. ცენტრალური რელიეფისაკენ - სტეფანოს პატრიკიოსისკენ). წარწერა დემეტრეს ფიგურის ორივე მხარეს ორ სვეტად არის ამოღარული. მარცხენა მხარეს 7 სტრიქონია, w 20 x h 40 cm მარჯვენა მხარეს - 6 სტრიქონი. w 20/25 x h 40 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა.

დათარიღება: 595-605 AD (lettering)

სადაურობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა

თავდაპირველი მდებარეობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-11-06 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
წ(მიდა)ო
მ(ი)ქ(აე)ლ მ-
თავ-
არ-
5ანგ-
ელო-
ზო
2
დემეტრ-
ეს ჳპა-
10ტოსს-
ა მეო-
ხ ხეყ-
ავ

დიპლომატიური

1
ႼႭ
ႫႵႪ Ⴋ
ႧႠႥ
ႠႰ
5ႠႬႢ
ႤႪႭ
ႦႭ
2
ႣႤႫႤႲႰ
ႤႱ ჃႮႠ
10ႲႭႱႱ
Ⴀ ႫႤႭ
Ⴞ ႾႤႷ
ႠႥ

თარგმანი:

წმიდაო მიქაელ მთავარანგელოზო, მეოხ-ეყავ დემეტრეს ჳპატოსს.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით # 70. ივ. ჯავახიშვილის აზრით, წარწერა VI საუკუნის ბოლოს არის ამოკვეთილი. მისივე აზრით, წარწერის სიძველის დასტური პალეოგრაფიული თვალსაზრისით არის Ⴣ გრაფემის თავშეკრულობა. ამ წარწერაში ყურადღებას იპყრობს „მეოხ ხეყავ“ - ხანმეტი ფორმა. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ეკლესიის ნამდვილი აღმშენებელნი სტეფანოზ ქართლისა პატრიკიოსი და დემეტრე ჳპატოსი ძმები ყოფილან (მოქცევაჲ ქართლისაჲ II, 724). ჳპატოსობის მიღება მას მხოლოდ ბიზანტიის კეისრისგან შეეძლო იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ბიზანტიის მეფის მფარველობის ქვეშ მოექცა, ე.ი. 591-604 წწ. შუა. აქედან გამომდინარე ეს წარწერები დაახლოებით იმავე ხანას, VI ს-ის უკანასკნელ ათეულს უნდა ეკუთნოდეს.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 163-164

ბროსე, 1851 M. Brosset, Rapports I, 48-49

ბართოლომეი, 1887 J. Bartholomaei, Letter, M. Brosset, Bibliographie analytique des oeuvres de Marie-Felicité Brosset, p.80

ჟორდანია, 1892 თედო ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, 61

ნატროევი, 1900 А. Натроев, Мцхета и его собор Светицховели, 19

„მოგზაური“, #1, 1901 ჯაჭვის წმ. ჯვრის მონასტერი, 24

თაყაიშვილი, 1914 ექვთიმე თაყაიშვილი, ჯვრის მონასტრის წარწერები

ჯავახიშვილი, 1922 ივანე ჯავახიშვილი, ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის

შანიძე, 1922 აკაკი შანიძე, ნაშთები III პირის ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნებში, 276

ჩუბინაშვილი, 1926 გიორგი ჩუბინაშვილი, რამოდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან, 162

შანიძე, 1935 აკაკი შანიძე, ძველი ქართულის ქრესტომათია

ჩუბინაშვილი, 1936 გიორგი ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, 108

მუსხელიშვილი, 1941 ლევან მუსხელიშვილი, არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში

ამირანაშვილი, 1944 შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, 169

ჩუბინაშვილი, 1948 Н. Г. Чубинашвили, Памятники типа Джвари, 143

თარხნიშვილი, 1950 M. Tarchnišvili, Les récentes découverstes épigraphiques et litteraires en géorgien, 252

MIA CSCO Vol 166 I. Molitor, MIA CSCO

შანიძე, 1957 აკაკი შანიძე, ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, 277

ჯობაძე, 1960 W. Djobadze, The sculptures on Eastern Facade of the Holy Cross of Mtzkhetâ, 114

ამირანაშვილი, 1963 Ш. Я. Амиранашвили, История грузинского искусства

ფოტო

   Fig. 1. მცხეთის ჯვრის მოსახსენებელი დემეტრე ჳპატოსისა