მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: w 86/170 x h 122 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 25 სტრიქონიანია. იგი მდებარეობს ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის ბარელიეფზე (ცენტრალური ბარელიეფის მარჯვნივ), არაწესიერი სწორკუთხედის ფორმის ფილაზე, რომელსაც გარს უვლის რელიეფური ჩარჩო, თავზე ლავგარდანით. ფილის მარჯვენა მხარეზე გამოქანდაკებულია მუხლმოდრეკილი ქტიტორი, ადარნერსე ჳპატოსი, რომლის თავზე გამოსახულია ჰაერში ფრთებგაშლილი გაბრიელ მთავარანგელოზი. ადარნერსეს ფიგურა მიმართულია მარცხნივ (ე.ი. ცენტრალური რელიეფისაკენ - სტეფანოს პატრიკიოსისკენ). ადარნერსეს წინ გამოსახულია მუხლმოდრეკილი მისი პატარა ვაჟი - ქობული. ვაჟის თავის ზევით, ადარნერსეს მარცხნივ, ამოღარულია შვიდი სტრიქონი. ზემო ჩარჩოს მარცხენა მხარეზე, ქობულის წინ და ქვემოთ - 17 სტრიქონი (ეკუთვნის ქობულს). w 32 x h 35 cm w 15/35 x h 60 cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა.
დათარიღება: 595-605 AD (lettering)
სადაურობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა
თავდაპირველი მდებარეობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-11-06 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ქობულ სტეფანოსი ადრნერსეს ძე. წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადრნერსე ჳპატოსს მეოხ ეყავ.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #69. ადარნესე ვიპატოსის წარწერა, ივანე ჯავახიშვილის აზრით, 626-634 წლებში არის ამოკვეთილი. მისივე აზრით, წარწერის სიძველის დასტური პალეოგრაფიული თვალსაზრისით არის Ⴣ გრაფემის თავშეკრულობა. თუ ამ წარწერის „მეოხ ეყავ“ ზმნას შევადარებთ დემეტრე ვიპატოსის წარწერის „მეოხ ხეყავ ფორმას, ადვილად დავინახავთ, რომ ხ აკლია. ამასთან ხ-ს კლებას ვერ ავხსნით იმით, რომ ოსტატმა ერთი ხ დაწერა ორი ერთმანეთის მომდევნო იდენტური გაფემის ნაცვლად. ვერც იმით, რომ იგი გადარეცხილია (ამოტეხილია). როგორც ჩანს, უკვე VII საუკუნის I ნახევარში ხანმეტობა, როგორც ენობრივი მოვლენა, იბერიის ტერიტორიაზე მოშლილია. მკვლევართა დიდი ნაწილი იზიარებს გიორგი ჩუბინაშვილის თვალსაზრისს, რომ მცხეთის ჯვრის ბარელიეფები ერთდროული, ტაძრის აგების თანადროულია. ადარნერსეს ვაჟის წარწერიდან შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე გრაფემის კვალი. წარწერის ბოლო შეამჩნია ბართლომეიმ. წარწერაში ადარნერსეს ძე ქობული ამოიცნო გიორგი ჩუბინაშვილმა.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 160-162
ბროსე, 1851 M. Brosset, Rapports I, 48
ბართოლომეი, 1887 J. Bartholomaei, Letter, M. Brosset, Bibliographie analytique des oeuvres de Marie-Felicité Brosset, p.79
ჟორდანია, 1892 თედო ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, 61
ნატროევი, 1900 А. Натроев, Мцхета и его собор Светицховели, 19
„მოგზაური“, #1, 1901 ჯაჭვის წმ. ჯვრის მონასტერი, 23
თაყაიშვილი, 1914 ექვთიმე თაყაიშვილი, ჯვრის მონასტრის წარწერები
შანიძე, 1922 აკაკი შანიძე, ნაშთები III პირის ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნებში, 276
ჯავახიშვილი, 1922 ივანე ჯავახიშვილი, ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის
ჩუბინაშვილი, 1926 გიორგი ჩუბინაშვილი, რამოდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან, 162
შანიძე, 1935 აკაკი შანიძე, ძველი ქართულის ქრესტომათია
ჩუბინაშვილი, 1936 გიორგი ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, 108
ამირანაშვილი, 1944 შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, 169
ჩუბინაშვილი, 1948 Н. Г. Чубинашвили, Памятники типа Джвари, 143-144
აბულაძე, 1949 ილია აბულაძე, ქართული წერის ნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი, 6-7
ჯავახიშვილი, 1949 ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათამცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია, 155-160
შანიძე, იმნაიშვილი, 1949 ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია, 2
თარხნიშვილი, 1950 M. Tarchnišvili, Les récentes découverstes épigraphiques et litteraires en géorgien, 252
შანიძე, 1957 აკაკი შანიძე, ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, 277
MIA CSCO Vol 166 I. Molitor, MIA CSCO
ჯობაძე, 1960 W. Djobadze, The sculptures on Eastern Facade of the Holy Cross of Mtzkhetâ, 114
ამირანაშვილი, 1963 Ш. Я. Амиранашвили, Вклад Грузии в сокровищницу художественной культуры
ამირანაშვილი, 1963 Ш. Я. Амиранашвили, История грузинского искусства
აბულაძე, 1973 ილ. აბულაძე, ქართული წერის ნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი, 14-15
ჩუბინაშვილი, 1972 Н. Г. Чубинашвили, Хандиси
მურადიანი, 1968 П. Мурадян, Армянская надпись храма Джвари, 69