ECG012. წყისეს წარწერა

მასალა: რუხი ქვა

ობიექტის ტიპი: კვარცხლბეკი

ზომა: w 80 x h 64 x d 67 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა რვასტრიქონიანია w 75 x h 60 cm

ასოთა მოხაზულობა:

ამოღარული ასომთავრული წარწერა.

4,5

დათარიღება: VII AD (lettering)

სადაურობა: წყისე წყისეს ციხე მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში. ძეგლს 1920-იან წლებში მიაკვლია გ. ბოჭორიძემ წყისეს ციხიდან 8,5 კილომეტრის მანძილზე სამხრეთ-აღმოსავლეთით, 3-4 კმ. დაშორებით სოფელ უდედან.

თავდაპირველი მდებარეობა: წყისე

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 114

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან; TK seg, ტერმინები, თარგმანი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ესე ჯ(უარ)ი ქ(რისტ)ჱ(ს)ი მე კოსტანტი ძ(ემა)ნ
სტეფანესმან და გუდას-
მან აღჰუმართე სახელს-
ა მცხეთისა ჯ(უარ)ისასა ნასყი-
5დევსა ქუეყანასა ზ(ედ)ა
შაჰრამანსა ა ს(ალო)ც(ველა)დ ჩ(უე)ნ-
და ცოლისა და შვილთა
ნოენბერსა იზ ამ(ე)ნ

დიპლომატიური

ႤႱႤ ႿႨ ႵჁႨ ႫႤ ႩႭႱႲႠႬႲႨ ႻႬ
ႱႲႤႴႠႬႤႱႫႠႬ ႣႠ ႢႳႣႠႱ
ႫႠႬ ႠႶჀႳႫႠႰႧႤ ႱႠႾႤႪႱ
Ⴀ ႫႺႾႤႧႨႱႠ ႿႨႱႠႱႠ ႬႠႱႷႨ
5ႣႤႥႱႠ ႵႳႤႷႠႬႠႱႠ ႦႠ
ႸႠჀႰႠႫႠႬႱႠ Ⴀ ႱႺႣ ႹႬ
ႣႠ ႺႭႪႨႱႠ ႣႠ ႸႥႨႪႧႠ
ႬႭႤႬႡႤႰႱႠ ႨႦ ႠႫႬ

თარგმანი: (ka)

ეს ქრისტეს ჯვარი მე, კოსტანტიმ, სტეფანეს და გუდას ძემ, აღვმართე მცხეთის ჯვრის სახელზე ნაყიდ მიწაზე, შაჰრამანის პირველში, ჩვენ დასაცავად - ცოლისა და შვილებისა, ნოემბრის ჩვიდმეტს, ამენ.

თარგმანი: (English)

I, Constant, the son of Stefane and Guda, erected this Cross of Christ, in the land purchased for the Holy Cross of Mtskheta შაჰრამანის პირველში (the first of Shahraman) for the protection of ourselves and our wives and offspring, we bought it on November 17, Amen.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #32. წყისეს წარწერა აკაკი შანიძემ 616-696 წლებით დაათარიღა. წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. ქარაგმის ნიშნად ნახმარია გრძელი, განივი, სწორი ხაზი. სიტყვები ერთმანეთისაგან არ არის დაცილებული. წარწერაში გვხვდება უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისათვის დამახასიათებელი ნიშნები: თავშეკრულია Ⴁ, Ⴗ და Ⴘ გრაფემები. ენობრივი თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს ჰაემეტი ფორმა: აღჰუმართე (ჰ- მესამე ირიბი ობიექტური პირის გამომხატველი პრეფიქსია). სტეფანესმან და გუდასმან (მოსალოდნელი იყო სტეფანჱსმან და გუდაჲსმან) ფორმები მოწმობენ, რომ ამ დროს ცოცხალ მეტყველებაში უკვე მოშლილია დამავალი დიფთონგები.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 97-99

სარჯველაძე, დანელია, 1997 კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 34

შანიძე, 1935 აკაკი შანიძე, ძველი ქართულის ქრესტომათია ლექსიკონითურთ, 25, 108

ჯანაშია, 1949 სიმონ ჯანაშია, ფეოდალური რევოლუცია საქართველოში, 99

შანიძე, 1946 აკაკი შანიძე, ხუნამისის წარწერის განმარტებისათვის, 222-223

შანიძე, იმნაიშვილი, 1949 ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია, 2-3

თარხნიშვილი, 1964 M. Tarchnišvili, Le soulévement de Bardas Skléros, 253-254

ბაქრაძე, 1953 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, 19

ჩუბინაშვილი, 1971 Н. Г. Чубинашвили, Зедазени, Кликис-Джвари, Гвиара, 10

ჩუბინაშვილი, 1964 N. Tchubinachvili. Gáscension de la Croix, 206-208

გამყრელიძე, 1967 ალ. გამყრელიძე, ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები, 22

სილოგავა, 1972 ვალერი სილოგავა, ქართული სამართლის ძეგლები დასავლეთ საქართველოს ლაპიდარულ წარწერებში, 146

ფოტო

   Fig. 1. წყისეს წარწერა