მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: w 87/101 x h 138 cm
დეკორი: რელიეფური ჩარჩო, თავზე ლავგარდანით.
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 6 სტრიქონიანია. ექვსივე სტრიქონი თითქმის დაუზიანებლად არის მოღწეული. წარწერა მდებარეობს ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის ცენტრალურ ბარელიეფზე, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმის ფილაზე, რომელსაც გარს უვლის რელიეფური ჩარჩო, თავზე ლავგარდანით. ფილაზე გამოკვეთილია კომპოზიცია: en face მდგარი ქრისტე და მის წინ მუხლმოდრეკილი სტეფანოსი. წარწერა განთავსებულია სტეფანოსის თავს ზემოთ, თავისუფალ არეზე. w 36 x h 43 cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა.
დათარიღება: 595-605 AD (lettering)
სადაურობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა
თავდაპირველი მდებარეობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-11-06 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ჯუარო მაცხოვრისაო, სტეფანოს ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალე.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით # 68. ივ. ჯავახიშვილის აზრით, წარწერა VI საუკუნის ბოლოს არის ამოკვეთილი. იგი წერს, რომ ვახუშტის სტეფანოზ I ერისმთავრობის თარიღად 600-619 წწ. აქვს მიღებული. ეკლესიის ნამდვილი აღმშენებელნი სტეფანოზ ქართლისა პატრიკიოსი და დემეტრე ჳპატოსი ძმები ყოფილან (მოქცევაჲ ქართლისაჲ II, 724). სტეფანოზ I, ფულების პირველი ჯგუფის მიხედვით, 590-591 წ. ქართლის მთავრად შეიძლება ვიგულისხმოთ. დაახლოებით 604-605 წ., უკვე 606 წლამდე, აღმოსავლეთ საქართველოს მთავართა სათავეში სტეფანოსი აღარა ჩანს. პატრიკიოსობის მიღება მას მხოლოდ ბიზანტიის კეისრისგან შეეძლო იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ბიზანტიის მეფის მფარველობის ქვეშ მოექცა, ე.ი. 591-604 წწ. შუა. ამ დროს უნდა მიეღოს დემეტრეს ჳპატოსობაც. აქედან გამომდინარე ეს წარწერები დაახლოებით იმავე ხანას, VI ს. უკანასკნელ ათეულს უნდა ეკუთვნოდეს.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 159-160
ბროსე, 1840 M. Brosset, Explications, Mémoire de l'Academie Impériale des Sciences
ბროსე, 1851 M. Brosset, Rapports I
ბართოლომეი, 1887 J. Bartholomaei, Letter, M. Brosset, Bibliographie analytique des oeuvres de Marie-Felicité Brosset, 79
ჟორდანია, 1892 თედო ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, 61
ნატროევი, 1900 А. Натроев, Мцхета и его собор Светицховели, 18
„მოგზაური“, #1, 1901 ჯაჭვის წმ. ჯვრის მონასტერი, 23
თაყაიშვილი, 1914 ექვთიმე თაყაიშვილი, ჯვრის მონასტრის წარწერები
ჯავახიშვილი, 1922 ივანე ჯავახიშვილი, ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის
ჩუბინაშვილი, 1926 გიორგი ჩუბინაშვილი, რამოდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან, 162
საუერი, 1931 I. Sauer, Kreuzcirche bei Mzchet (Georgien) in ihrer geschichtlicgen Bedeutung,pg. 607-612
შანიძე, 1935 აკაკი შანიძე, ძველი ქართულის ქრესტომათია
ჩუბინაშვილი, 1936 გიორგი ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, 108-109
ჩუბინაშვილი, 1936 ქართული არქიტექტურის გზები, მოხსენება გ. ჩუბინაშვილისა და ნ. სევეროვის, წაკითხული სრულიად საქართველოს საბჭოთა არქიტექტორების პირველ ყრილობაზე 1936 წლის 21 თებერვალს, 26
ამირანაშვილი, 1944 შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, 168
ჩუბინაშვილი, 1948 Н. Г. Чубинашвили, Памятники типа Джвари,142-143
აბულაძე, 1949 ილია აბულაძე, ქართული წერის ნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი, 4-5
შანიძე, იმნაიშვილი, 1949 ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია, 2
თარხნიშვილი, 1950 M. Tarchnišvili, Les récentes découverstes épigraphiques et litteraires en géorgien,252
MIA CSCO Vol 166 I. Molitor, MIA CSCO
კეკელიძე, 1960 კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია
ჯობაძე, 1960 W. Djobadze, The sculptures on Eastern Facade of the Holy Cross of Mtzkhetâ,114
ამირანაშვილი, 1944 შალვა ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია
ამირანაშვილი, 1963 Ш. Я. Амиранашвили, Вклад Грузии в сокровищницу художественной культуры
ამირანაშვილი, 1963 Ш. Я. Амиранашвили, История грузинского искусства
ჩუბინაშვილი, 1936 Пути грузинской архитектуры
გამყრელიძე, 1967 ალ. გამყრელიძე, ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები, 20
აბულაძე, 1973 ილ. აბულაძე, ქართული წერის ნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი, 12-13
სარჯველაძე, დანელია, 1997 კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 32