მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: კარის ბალავარი
ზომა: w 305 x h 70 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ერთსტრიქონიანია. იგი მდებარეობს ბოლნისის სიონის ჩრდილოეთის ფასადის დასავლეთით მდებარე კარის ბალავრის ქვედა მხარეს. w 278 x h 5,5/6 cm
ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 4,5/5
დათარიღება: 494 AD (lettering)
სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბოლნის-ხაჩინიდან.
თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ბოლნისის სიონი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ქრისტეს შეწევნით მე, ფარნავაზმა, და აზარუხტმა შევაბით ეს კარი ჩვენი და ჩვენი შვილების სალოცველად.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #4. იგი პირველად გამოსცა მარი ბროსემ 1838 წელს. წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. სიტყვები ერთმანეთისაგან არ არის დაცილებული. ქარაგმის ნიშნად ნახმარია პატარა, სწორი, განივი ხაზი (მისი ნაშთი ჩანს მეორე სიტყვაზე). წარწერა პალეოგრაფიული თვალსაზრისით ფრიად არქაულია: თავშეკრულია Ⴁ და Ⴣ გრაფემები. ენობრივი თვალსაზრისით საინტერესოა ხანმეტი ზმნური ფორმა: შეხუაბთ (ხ - მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი). დათარიღების საკითხი: აკაკი შანიძის აზრით, წარწერა VI საუკუნის პირველი ნახევრისაა. ლევან მუსხელიშვილი ფიქრობს, რომ იგი ტაძრის აშენების თანადროულია. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს დაზიანებული საკუთარი სახელის ამოკითხვის თაობაზე. გიორგი ჩუბინაშვილი ვარაუდობს, წარწერებში მოხსენიებული არიან ადგილობრივი ფეოდალური არისტოკრატიის ის წარმომადგენლები, რომელთაც შემწეობა აღმოუჩინეს დავით ეპისკოპოსს ტაძრის მშენებლობაში: ფარნ[ევან] და აზარუხტ. რამაზ პატარიძის აზრით, წარწერაში მოხსენიებული პირი ფარნავაზ არ უნდა იყოს. უფრო სავარაუდებელია ფარსმან ერისთავი. გურამ ყიფიანის მიხედვით, „დუხტ-“ ან „უხტ-“ საშუალი სპარსულით ასულს ნიშნავს და ამდენად აზარდუხტ - აზარუხტ აშა-ს (არტა) ქალიშვილია. ფარნევანიც და აზარუხტიც არისტოკრატული სახელებია და მკვლევრის აზრით, ეს ორი პიროვნება არისტოკრატულ წყვილს წარმოადგენს. ვალერი სილოგავა ფიქრობს, რომ „ფარნევანის“ „ფარნავაზად“ ამოკითხვა სინამდვილეს დაშორებულია, რადგანაც Ⴌ-ს მერე Ⴈ-ს ან Ⴄ-ს კონტური ჩანს. ნოდარ შოშიაშვილის მიერ გამოცემაში ხელოსნებად წარმოდგენილი „ფარნავაზ“ და „აზარუხტი“ ქტიტორები უნდა იყვნენ, რადგან ფორმულით - „სალოცველად ჩუენდა და შვილთა ჩუენთა“ - მთავრდება სწორედ ქტიტორული წარწერების ტექსტები. ვალერი სილოგავა ფიქრობს, რომ „აზარუხტ“ თუ „აზარ(დ)უხტ“, როგორც - უხტ/დუხტ მაწარმოებელ კომპონენტიანი სახელი, შეიძლება ქალის სახელად მივიჩნიოთ და ფარნევან და აზარუხტ ცოლ-ქმრად ჩავთვალოთ.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 69-70
სარჯველაძე, დანელია, 1997 კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 17-18
ბროსე, 1840 M. Brosset, Explications, 421
ბროსე, 1838 M. Brosset, Explications, 107
შანიძე, 1922 აკაკი შანიძე, ნაშთები III პირის ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნაში, 279-280
შანიძე, 1935 აკაკი შანიძე, ძველი ქართულის ქრესტომათია ლექსიკონითურთ, 1
მუსხელიშვილი, 1938 ლევან მუსხელიშვილი, ბოლნისი, 329-331
ჩუბინაშვილი, 1940 Н. Г. Чубинашвили, Болнисский сион, 70-71
შანიძე, იმნაიშვილი, 1949 ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია
თარხნიშვილი, 1950 M. Tarchnišvili, Les récentes découverstes épigraphiques et litteraires en géorgien, 250
MIA CSCO Vol 166 I. Molitor MIA CSCO
შანიძე, 1957 აკაკი შანიძე, ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, 280-281
ჯავახიშვილი, 1926 ივანე ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, 185
შანიძე, 1975 აკაკი შანიძე, ბოლნისის წარწერები, 31
პატარიძე, 1984 რამაზ პატარიძე, ბოლნისის ტაძრის სამშენებლო წარწერები, 140-159
მჭედლიშვილი, 1984 ბ. მჭედლიშვილი, ბოლნისის სიონის დათარიღებისათვის, 100-114
ყიფიანი, 2011 გურამ ყიფიანი, ბოლნისის სიონის უძველესი წარწერა, 666-675
მაჭავარიანი, 1985 ე. მაჭავარიანი ბოლნისის სიონის საამშენებლო წარწერა