ECG053. ბოლნისის სიონის 494 წ. მოსახსენებელი ამშენებლისა და ხელოსნების

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა რვასტრიქონიანია. იგი მდებარეობს ბოლნისის სიონის აღმოსავლეთის ფასადზე, აფსიდის სარკმლის თავზე. წარწერის ცენტრში, მე-3-6 სტრიქონებს შორის, მოთავსებულია მედალიონში ჩასმული „ბოლნური ჯვარი“. w 91 x h 54 cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 6

დათარიღება: 494 AD (lettering)

სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბოლნის-ხაჩინიდან.

თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ბოლნისის სიონი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ქ(რისტ)ე დ(ავი)თ ეპ[ისკ]ოპისი კრებ[უ-]
ლითურთ და ამას ეკ-
ლესია[ს]ა შინა შენდ-
ა მიმართ თაჳ-
5ყანისმცემელ-
ნი შეიწყალენ და
[მშრ]ომელთა ამას ეკლე-
[სიასა ში]ნა შეხეწიე ი(ყავნ) ი(ყავნ)

დიპლომატიური

ႵႤ ႣႧ ႤႮ[...]ႭႮႨႱႨ ႩႰႤႡ[.-]
ႪႨႧႳႰႧ ႣႠ ႠႫႠႱ ႤႩ
ႪႤႱႨႠ[.]Ⴀ ႸႨႬႠ ႸႤႬႣ
Ⴀ ႫႨႫႠႰႧ ႧႠჃ
5ႷႠႬႨႱႫႺႤႫႤႪ
ႬႨ ႸႤႨႼႷႠႪႤႬ ႣႠ
[...]ႭႫႤႪႧႠ ႠႫႠႱ ႤႩႪႤ
[..... ..]ႬႠ ႸႤႾႤႼႨႤ Ⴈ Ⴈ

თარგმანი:

ქრისტე, შეიწყალე დავით ეპისკოპოსი კრებულითურ და ამ ეკლესიაში შენდამი თაყვანისმცემლები, შეეწიე ამ ეკლესიაში მშრომელთ ამინ, ამინ.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #3. წარწერა პირველად გამოსცა მარი ბროსემ 1856 წელს (იხ. Melanges Asiatiques, II, 322-323). წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. სიტყვები ერთმანეთისაგან არ არის დაცილებული. ქარაგმის ნიშნად ნახმარია მოკლე, სწორი, განივი ხაზი (მისი ნაშთი ჩანს მხოლოდ ტექსტის მეორე სიტყვაზე. პირველ სიტყვაზე ქარაგმის ადგილი დაზიანებულია). წარწერა პალეოგრაფიული თვალსაზრისით ფრიად არქაულია: თავშეკრულია Ⴁ, Ⴗ და Ⴣ გრაფემები. მესამე სტრიქონში შ თავშეკრულია (შინა). ენობრივი თვალსაზრისით საინტერესოა ხანმეტი ზმნური ფორმა: შეხეწიე, ხ - მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი). კორნელი კეკელიძის მიხედვით, მშრომელი ნიშნავს ავადმყოფთა მომვლელს ან გარდაცვალებულთა დამსაფლავებელს. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, დავით ბოლნელი ეპისკოპოსი კრებულითურთ, როგორც ეტყობა, ამ ეკლესიაში მშრომელთა ჯგუფს არ ეკუთვნის, არც ისა ჩანს, რომ იგი აღმაშენებელი იყოს. მისივე გამოკვლევით, იმ საეკლესიო კრების ძეგლისწერას, რომელიც კავად სპარსთა მეფის დროს ბაბგენ სომეხთა კათალიკოზისა და გაბრიელ ქართლისა კათალიკოზის მეთაურობითა და ორივე ეკლესიის წარმომადგენელთა თანადასწრებით მოხდა ქალკიდონის კრების აღსარების უარსაყოფელად, ქართველ ეპისკოპოსთაგან ხელს აწერდა დავით ეპისკოპოსი ბოლნისისა. ივანე ჯავახიშვილის აზრით, შესაძლებელია ეს სწორედ ის დავით ბოლნისის ეპისკოპოსია, რომელმაც ზემოაღნიშნული წარწერა ამოაჭრევინა. რასაკვირველია, ბოლნელ ეპისკოპოსთა შორის დავითი შეიძლება სხვაც ყოფილიყო. მაგრამ მწყემსმთავართა შორის მაშინდელ საქართველოში ერთგვარი სახელი ხშირად არ მეორდებოდა. უშუალოდ სახელი დავითიც უძველეს ხანაში ისე გავრცელებული არ ყოფილა, როგორც შემდეგში, როდესაც ბაგრატიონიანთა დავით წინასწარმეტყველისა და მეფისაგან ჩამომავლობის რწმენა განმტკიცდა. რადგანაც დავით ეპისკოპოსი ამ 505-506 წ. საეკლესიო კრების მონაწილე ყოფილა, ივანე ჯავახიშვილი ასკვნის, რომ წარწერა ან V საუკუნის დამლევს, ან VI საუკუნის დამდეგს უნდა ეკუთვნოდეს.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 67-68

სარჯველაძე, დანელია, 1997 კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 16-17

ბროსე, 1856 M. Brosset, Letres dn M. Bartholomaei relatives aux auntiquites géorgienns

ჯავახიშვილი, 1922 ივანე ჯავახიშვილი, ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, 320-323

შანიძე, 1922 აკაკი შანიძე, ნაშთები III პირის ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნაში, 277

ჯავახიშვილი, 1926 ივანე ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, 158

ჩუბინაშვილი, 1926 გიორგი ჩუბინაშვილი, რამოდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან, 61

შანიძე, 1935 აკაკი შანიძე, ძველი ქართულის ქრესტომათია ლექსიკონითურთ, 1, 107

ჩუბინაშვილი, 1936 გიორგი ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, 42

მუსხელიშვილი, 1938 ლევან მუსხელიშვილი, ბოლნისი, 328-329

ჩუბინაშვილი, 1940 Н. Г. Чубинашвили, Болнисский сион, 63-68

ჯავახიშვილი, 1949 ივანე ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, 163, 279-280

აბულაძე, 1949 ილია აბულაძე, ქართლი წერის ნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი, 4-5

შანიძე, იმნაიშვილი, 1949 ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია

თარხნიშვილი, 1950 M. Tarchnišvili, Les récentes découverstes épigraphiques et litteraires en géorgien, 250

MIA CSCO Vol 166 I. Molitor MIA CSCO, 1, 1

შანიძე, 1957 აკაკი შანიძე, ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, 278

ამირანაშვილი, 1958 შალვა ამირანაშვილი, ბოლნისის ტაძრის აგების თარიღის დაზუსტებისათვის, 3

დეეტერსი, 1955 G. Deeters, Das Alter der georgischen Schrift, p.63

კეკელიძე, 1960 კორნელი კეკელიძე, ბოლნისის ტაძრის წარწერების ინტერპრეტაციისათვის, 418

აბულაძე, 1973 ნ. ჯანბერიძე, ქართული არქიტექტურის ძეგლები

ბერიძე, 1976 В. Беридзе, Грузинская архитектура с древнейших времен до начала ΧΧ века, 27

აბულაძე, 1973 ილია აბულაძე, ქართლი წერის ნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი, 8-9

ჩუბინაშვილი, 1972 Н. Г. Чубинашвили, Хандиси, 64

შანიძე, 1975 აკაკი შანიძე, ბოლნისის წარწერები, 29

პატარიძე, 1984 რამაზ პატარიძე, ბოლნისის ტაძრის სამშენებლო წარწერები, 140-159

მჭედლიშვილი, 1984 ბ. მჭედლიშვილი, ბოლნისის სიონის დათარიღებისათვის, 100-114

მაჭავარიანი, 1985 ე. მაჭავარიანი ბოლნისის სიონის საამშენებლო წარწერა

ყიფიანი, 2011 გურამ ყიფიანი, ბოლნისის სიონის უძველესი წარწერა, 666-675

ფოტო

 [Open image]  Fig. 1. ფოტოს სანახავად მიჰყევით ბმულს